ახალი ამბები
ქუთაისის მერია ბრაზილიური მუსიკის კონცერტის ორგანიზებისთვის ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისში, ბრაზილიური მუსიკის კონცერტის ორგანიზებისთვის ქალაქის მერიამ 4 470 ლარი გამოჰყო.
კონცერტის ორგანიზების სახელმწიფო შესყიდვისთვის აღნიშნულ თანხაზე მერიამ ტენდერი 27 თებერვალს გამოაცხადა.
სატენდერო ხელშეკრულებით მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია კონცერტის ჩატარება უზრუნველყოს 2015 წლის 3 აპრილს მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, რომლის მომსახურებასაც უზრუნველყოფს ქუთაისის მერია.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბრაზილიის ელჩი კარლოს ალბერტო ასფორა, ჰოლანდიელი გიტარისტი კეის ხელდებრომი და ქართველი ჯაზ შემსრულებლის მაია ბარათაშვილი. სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით ბარათაშვილის ჰონორარის ღირებულება შეადგენს 2870 ლარს.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს ავია ბილეთის შეძენა (ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამი ჩამოფრენა 2 აპრილი, გაფრენა 4 აპრილი).
ასევე, უნდა უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ უბანში მაღალი დონის
სასტუმროს 4 ნომრის (ოთხი პირისთვის) ერთი დღე-ღამით მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ცხელი წყლით, ტელევიზორით, გათბობა-გაგრილების სისტემით. ასევე, გათვალისწინებული იქნება დილის საუზმე და სადილი.

Print