ახალი ამბები
ჭიათურაში "ქურდული შეკრების" ბრალდებით 2 პირი დააკავეს
FaceBook
ჭიათურაში პოლიციამ "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 2 პირი დააკავა.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული ჯ.ი. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. მათ ბრალი "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობასა და"ქურდული სამყაროს" წევრობაში ედებათ.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ერთერთი მათგანი ჭიათურის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელია.

მ.ბ.-ს ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 მარტს, ჭიათურაში მოაწყვეს "ქურდული შეკრება" და მანგანუმის მადნის მომპოვებელ ერთ-ერთ შპს -ს წარმომადგენელს აიძულებდნენ საწარმოს მოგების 30%-ის გადახდას", - აცხადებენ შსს-ში. 

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები ზეწოლის შედეგად მისაღები თანხის ნაწილს კრიმინალური ავტორიტეტებისათვის განაწილებას აპირებდნენ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს.




Print