ახალი ამბები
ქუთაისში მომავლი წლისთვის პარკირების ადგილების საფასური დადგინდა
FaceBook
ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილების ღირებულება განსაზღვრა.
ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილების საფასური ასე გადანაწილდა:
1 საათი - 0.50 ლარი, 3 საათი - 1  ლარი, ყოველი შემდეგი საათი - 0.50 ლარი, ერთი დღე - 2 ლარი, 7 კვირა - 5 ლარი, ერთი თვე - 10 ლარი, 182 დღე - 25 ლარი, ერთი წელი - 40 ლარი.
რაც შეეხება, პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობის საფასურს - კერძო ტაქსებისთვის, 10 დღე -10 ლარი გახლავთ, 20 დღე - 20 ლარი, სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისთვის 1 დღე - 3 ლარი, 30 დღე – 30 ლარი, 1 წელი - 250 ლარი.

ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებულ შპს "პარკინგსერვისში" განმარტავენ, რომ პარკირების საფასურის გადახდა განხორციელდება კომერციულ ბანკებში.

შპს "პარკინგსერვისის" დირექტორის, ირაკლი სარიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ორგანიზაციისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, რომელიც წლის ბოლომდე იქნება დასრულებული.
Print