ახალი ამბები
თერჯოლის მერმა თანამდებობა დატოვა
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე თერჯოლის საკრებულოს განცხადებით დღეს მიმართა.

მერიის პრესსამახურში განმარტავენ, რომ ბონდო სოფრაძემ დაკავებული პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. თუმცა, აღნიშნავენ, რომ გუნდის წევრად რჩება და მალე, სავარაუდოდ, ახალ თანამდებობას შესთავაზებენ.

31 მარტს კი ბონდო საფრომაძემ თანამდებობიდან მისი პირველი მოადგილე, მანუჩარ ფაჩულიძე გაათავისუფლა.

მის ადგილას უკვე დანიშნეს ლაშა გოგიაშვილი, რომელიც თერჯოლის მერიაში ახალი კადრია. ის მანამდე ააიპ "მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის" დირექტორის მოადგილე იყო.

თერჯოლის მერია მედიის ყურადღების ცენტრში გასული წლის ბოლოს მოექცა, მას შემდეგ რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მერიის მიერ ფინანსური რესურსების არაეფექტიანი გამოყენების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.



Print