ახალი ამბები
საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი ქუთაისის მერს - დიდი სიფრთხილე გმართებთ
FaceBook

ქუთაისში განაშენიანებს ინტენსივობის კოეფიციენტი შეიცვლა.

საუბარია K2 კოეფიციენტზე, რომელიც მოთხოვნის და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში მოიმატებს. ამ მინით სპეციალური ზონალური მოსაკრებელი დადგინდა, რომელიც 1კ. მეტრზე 400 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლებმა აღნიშნული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს, თუმცა ქალაქის მერს ცენტრალური უბნის განაშენიანების შესახებ გაფრთხილება მისცეს.
"ზოგადად, მისაღებია ქალაქისთვის. ეს იქნება ბიზნესის ხელშეწყობაც, თუკი ბიზნესმენს ექნება საშუალება და დაინახავს, რომ ქალაქის მეტი განაშენიანება ხდება, მეტ თანხას შემოიტანს, თუმცა დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ბოროტად არ იქნეს გამოყენებული. განსაკუთრებით, არ უნდა შეეხოს ქალაქის ისტორიულ ნაწილს. დიდი ინტერესი იქნება ქალაქის ცენტრზე და დიდი სიფრთხილე გმართებთ," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით გოგისვანიძემ.

ამჟამად ქუთაისში განაშენიანების K2 კოეფიციენტი პირველ ზონაში 3,5-ს შეადგენს, მეორე ზონაში - 4,5-ს, ხოლო მესამე ზონაში 8.0 არის.
თუმცა, ქუთაისის მერის განმარტებით, შესაძლოა ეს კოეფიციენტი, ახალი სამშენებლო კოდექსის მიღების შემდეგ, შემცირდეს.
"საკრებულოს გადაწყევტილებით, საკმაოდ მაღალი განაშენიანების კოეფიციენტები გვაქვს მიცემული. თუმცა, დაწყებულია ახალ სამშებნებლო კოდექსზე მუშაობა პარლამენტში და სავარაუდოდ, მოგვიწევს ამ კოეფიციენტების შემცირება," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
რაც შეეხება ქალაქის ცენტრის განაშენიანებას, მერის განმარტავს, რომ თვითმმარველობა ცენტრალურ და ისტორიულ უბნებში რეგულეციებს მაქსიმალურად გამოიყენებს.
"მაქსიმალურად იქნება გამოყენებული რეგულაცია იმისთვის, რომ ძველი ისტორიული უბნები და ცენტრალური ნაწილი არ დამახინჯდეს. რაც აშენებულია უკვე, იმას ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ დამატებით ზომები იქნება მიღებული," - აღნიშნა შოთა მურღულიამ.


Print