ახალი ამბები
ქუთაისში ძმას და რამდენიმე დღის განმავლობაში სახლში ჰყავდა ჩაკეტილი
FaceBook
ქუთაისში, ბალახვნის დასახლებაში ძმამ საკუთარი და სახლში ჩაკეტა.

ქალი სახლიდან გასვლას ოთხი დღის განავლობაში ვერ ახერხებდა.

ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ადგილზე ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც იყვნენ მობილიზებული.
უწყების ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია 42 წლის მამაკაცი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  1 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ოჯახის წევრის მიმართ სასტიკი მოპყრობის მიზეზი,  უცნობია.
Print
თეგები: #შსს