ახალი ამბები
პანდემიის გამო ქუთაისში ჩარჩენილი ტურისტი სასტუმროში უანგაროდ შეიფარეს
FaceBook

25 წლის უკრაინის მოქალაქე, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიისას შეწყვეტილი საჰაერო მიმოსვლის გამო სამშობლოში ვერ გაფრინდა, სასტუმროში Europa Kutaisi შეიფარეს.


სასტუმროს მეპატრონის თქმით, მშიერი და ძალაგამოცლილი ახალგაზრდა მამაკაცი მათთან 25 მარტის საღამოს მიიყვანეს.  Europa Kutaisi-ი ტურისტს მანამდე უპატრონებენ, ვიდრე ფრენები არ აღდგება.


"სამი ლარი მაქვსო მხოლოდ დარჩენილი და მაღაზიიდან საკვებიც ამოვუტანეთ. რემონტი გვაქვს ახლა ჩვენც სასტუმროში, მაგრამ არ შეგვეძლო კარი მიგვეხურა ახალგაზრდისთვის", - ამბობს „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში Europa Kutaisi-ს მფლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა იმ მიზეზით, რომ სიკეთეს აფიშირება არ სჭირდება. 

COVID-19-ის პანდემიის გამო, პირველი მარტიდან საქართველოში ავიამიმოსვლა სრულად შეწყდა.

Print