ახალი ამბები
ქუთაისში მრავალშვილიან ოჯახებს ნობათს დაურიგებენ
FaceBook

ქუთაისში რეგისტრირებული და მცხოვრები ყველა მრავალშვილიანი ოჯახი ნობათს  მიიღებს.



ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მრავალშვილიან ოჯახებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები დურიგდებათ.

აქცია, ქუთაისის მერიისა და მოხალისეების ჩართულობით ხორციელდება.

"ქუთაისის სპორტის სასახლეში კერძო სექტორის მიერ შეგროვდა პირველადი მოხმარების სურსათ-სანოვაგე, რომელიც დაფასოებული იქნა მერიის მოხალისეთა გუნდის წევრების მიერ და ყოველდღიურად რიგდება მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტში. ამჯერად ნობათები გამზაფდდა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. ნობათები ქუთაისში რეგისტრირებულ 600-ზე მეტ მრავალშვილიან ყველა ოჯახში დარიგდება  რომელთაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ," - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

მათივე ცნობით, ნობათები უკვე დაურიგდათ 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა მოხუცებს, მარტოხელა მშობლებს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.

 

Print