ახალი ამბები
Covid 19–ის გამო ქუთაისის საკრებულოს სხდომა არ ჩატარდება
FaceBook

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ქუთაისის საკრებულოში 25 მარტს დაგეგმილი სხდომა არ ჩატარდება.


გადაწყვეტილება დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე უკვე მიიღეს.

მოქალაქეთა მინიმალური დასწრებით ჩატარდა მე–11 რიგგარეშე სხდომაც. ქუთაისის საკრებულომ დაინტერესებულ პირებს მოუწოდა  სხდომისთვის თვალი ონლაინ რეჟიმში ედევნებია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 73 ადამიანია დაინფიცირებული. 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 პირი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ  252 ადამიანი.
მესამე დღეა კარანტინია გამოცხადებული მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სადაც მარნეულის მკვიდრს კორონავირუსი დაუდგინდა.
ქალს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც  მძიმეა, აღნიშნულ რეგიონში მცხოვრებ ასეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. მოსახლეობის სურსათით და პირველადი საჭიროების ნივთებით მომარაგება საპოლიციო კონტროლის ქვეშ ხდება.

 

Print