ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-9 პაციენტი გამოჯანმრთელდა
FaceBook
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს კლინიკას კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
მისივე თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მქონე 32 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ქვეყანაში კი ვირუსი 66 ადამიანს დაუდგინდა.

"ქვეყანაში ამ ეტაპზე არის 66 დადასტურებული შემთხვევა. ამ 66 დადასტურებული შემთხვევიდან 40 არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული შემთხევევა. ამ 40 დადასტურებული შემთხვევიდან ჩვენგან გამოჯანმრთელებული და გაწერილია 8 შემთხვევა. ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 32 პაციენტი და ამ 32-შიც ერთი გამოჯანმრთელებული კვლავ რჩება.
უბრალოდ გუშინ კიდევ გადამოწმება სჭირდებოდა მის კლნიკიკურ მონაცემებს და დღეს, ალბათ, მეცხრე პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს და გამოდის რომ 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს უკვე", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
Print