ახალი ამბები
ქუთაისის მერიას გადასასვლელი რკინის ხიდის დამონტაჟებისკენ მოუწოდებენ
FaceBook
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა გაუბედურდეს რომ ადგილობრივი მთავრობა დაინტერესდეს ამ საკითხით.

ქუთაისის მერიას ჭავჭავაძის გამზირზე გადასასვლელი რკინის ხიდის დამონტაჯებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული მოთხოვნით პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენელი გოგი წულია გამოდის.
"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლების განმარტებით, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა გადატვირთულია, რის გამოც, ქვეთებს გადაადგილება უჭირს.
"ქუთაისში თითქმის ყველას ჰყავს მანქანა და ამიტომ მოძრაობა არის გადატვირთული. ეს კი ბევრ ავტოსაგზაო შემთხვევას იწვევს. კიდევ რამდენი ადამიანი უნდა გაუბედურდეს რომ ადგილობრივი მთავრობა დაინტერესდეს ამ საკითხით. ყველაზე მარტივი გამოსავალი რკინის ხიდებია", - განმარტავს წულაია.  მისი თქმით, აღნიშნული რკინის გადასასვლელი  ხოდის მონტაჟი უფრო ოპტიმალურია, ვიდრე მიწისქვეშა გვირაბების გაკეთება. 

თეკლე მორგოშია
Print