ახალი ამბები
ქუთაისში გაუჩინარებულ ტურისტს მე-17 დღეა ეძებენ
FaceBook
ქუთაისში 7 მარტს გაუჩინარებულ ჰოლანდიელი ტურისტის, სემ ვიგერის  სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს 21 მაშველი და სამი მყვინთავი და დაკარგულ ტურისტს მდინარე რიონში ეძებენ.

"დაკარგვამდე ის იმყოფებოდა ქუთაისის რესტორან "ბარაქაში" მეგობართან ერთად, სადაც მათ ალკოჰოლი მიიღეს.წასვლისას, გაემართნენ ქუთაისის მაკდონალდსის მიმართულებით და სწორედ ამ დროს დაკარგეს ერთმანეთი. ჩემი ძმა იმ ღამეს ჰოსტელში არ დაბრუნებულა, ტელეფონზეც ვერ ვუკავშირდებით. აქვს გრძელი ყავისფერი ხუჭუჭა თმა, აცვია ლურჯი ჯინსი და გრძელსახელოებიანი ნაცრისფერი მაისური. თუ ვინმეს სადმე დაგინახავთ, ან გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: +31 64 75 45 017 ან +31 63 93 42 600", - წერს დაკარგულის ძმა.

სემ ვიგერის გაუჩინარების შესახებ მისმა ძმამ 7 მარტს განაცხადა. მისი თქმით, დაკარგვამდე ის ქუთაისში რესტორან "ბარაქაში" მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

სემ ვიგერის გაუჩინარებიდან მალევე დღეში ქუთაისში მისი ოჯახის წევრებიც ჩამოვიდნენ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ მშობლებმა, ძმამ და მეგობრებმა საქართველო დატოვეს.
Print