ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ხუთი ადამიანი გამოჯანმრთელდა
FaceBook

კორონავირუსისგან კიდევ ხუთი ადამიანი განიკურნა.

ჯამში, COVID19 რვა ადამიანმა დაამარცხა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიიდან აღნიშნულ პაციენტებზე უარყოფითი შედეგები უკვე მიიღეს. მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულები სამედიცინო დაწესებულებას ეტაპობრივად დატოვებენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 54 ადამიანია დაინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3254 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 233 ადამიანი.

Print