ახალი ამბები
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
FaceBook

ქუთაისში, 21 მარტს თაბუკაშვილის ქუჩაზე მომხდარი შელაპარაკების შედეგად დაჭრილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


იგი მკურნალობას  ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადის.

საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მდგომარეობა მძიმეა თუმცა,  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

''პაციენტს გუშინ ჩაუტარდა ოპერაცია, მუცლის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", – აცხადებს ირაკლი გოგინავა.

გუშინ, ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს, ბრალდებული შსს-მ ცხელ კვალზე დააკავა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს

ამავე თემაზე:

მკვლელობა ქუთაისში

ქუთაისში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

 

Print