ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრი დღეს პროფესიული დასის დაარსებიდან 131-ე სეზონს გახსნის
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის დრამატული თეატრი ხვალ 29 სექტემბერს სეზონს გახსნის. სეზონი ტრადიციულად "ბამბაზიის სამოთხით" გაიხსნება.

"სამწუხაროდ თემა კვლავ აქტუალურია და ის პრობლემა, რომელიც არსებობს ჩვენს აფხაზ ძმებთან კვლავ გადაუწყვეტელია. ეს საკითხი თითოელი ჩვენთაგანისთვის მტკივნეული და აქტუალურია. და სწორედ ეს ტკივილია ასახული სპექტაკლში", - აღნიშნა სპექტკლის რეჯისორმა და მესხიშვილის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულძემ.
სპექტაკლით "ბამბაზიის სამოთხე" სეზონი მესხიშვილის თეატრში 2007 წლიდან იხსნება. სპექტაკლის მიხედვით გადაიღეს ფილმიც. ფილმისა და სპექტაკლის ჩანაწერის ჩვენება მოხერხდა აფხაზებისთვის. "ესმა კოკესკირიამ, რომელიც აფხაზური ენის კონსულტანტად გვყავდა, მოახერხა ფილმიც დ ა სპექტაკლიც აფხაზებისთვის ეჩვენებინა. ძალიან ბედნიერი იყო ამ ჩვენებით, რადგან აფხაზები, ვინც ეს სპექტაკლი ნახა, ჩვენმა (სპექტაკლის და მთელი დასის) პოზიციამ ჩააფიქრა და გააოცა. რადგან მიხვდნენ, რომ ჩვენ არ გვინდა აფხაზეთი როგორც ტერიტორია არამედ გვჭირდება აფხაზ ძმებთან ურთიერთობა. დაინახეს რომ ენგურს აქეთ აფხაზებს როგორც მტებს ისე არ განვიხილავთ. ჩვენს ოჯახში დიდი პრობლემაა, მაგრამ ისე როგორც ყველა ოჯახში აქაც დალაგდება ყველაფერი",- მიაჩნია გიორგი სიხარულიძეს.
მესხიშვილის თეატრი პროფესიული დასის დაარსებიდან 131-ე სეზონს გახსნის.

Print