ახალი ამბები
21 მარტიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლა სრულად შეწყდება
FaceBook

21 მარტიდან კორონავირუსის გამო საქართველოში ავიამიმოსვლა სრულად შეწყდება

– ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 


"ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ, მთავრობასთან კოორდინაციით", - განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში 1925, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 271 ადამიანი იმყოფება.

 

Print