ახალი ამბები
ხანძრის ორი კერა ქუთაისში - სკოლისა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე ცეცხლი ლოკალიზებულია
FaceBook
ქუთაისში, საღორიის ტყეში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბალახებს გაუჩნდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია.

ქუთაისის მერიის სამაშველო სამსახურის უფროსის, ნიკოლოზ კოღუაშვილის განმარტებით, ცეცხლის გაჩენა შესაძლოა დაუდევრობით მოხდა.
"ცეცხლი პირველი არხის ქუჩაზე გაჩნდა, სადაც #33 საჯარო სკოლაა. სავარაუდოდ ხანძარის გაჩენის მიზეზი დაუდევრობაა. ვიღაცამ შესაძლოა ნამწვავი გადაადგო და მერე ბალხებს მოეკიდა", - განმარტავს კოღუაშვილილი.
დღესვე ხანძარი იყო ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ორივე ადგილას ხანძარი ლოკალიზებულია.
Print