ახალი ამბები
ზესტაფონში გაჩენილ ხანძარს ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
FaceBook
ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. ვაგონში გაჩენილ ხანძარს შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდიდა და ის სრულად დაიწვა ერთი ვაგონი.

"ხანძრის გამომწვევად მიზეზებს გამოძიება დაადგენს,ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა"-,განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში

საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.
Print