ახალი ამბები
საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყება
FaceBook
საქართველოში პირბადეების აქტიურ რეჟიმში წარმოებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მაგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა.
ნათია თურნავა სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა პირბადეების აქტიურ რეჟიმში წარმოების დაწყება იყო.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს სამკერვალო ინდუსტრიას, სწრაფად გადაერთოს პირბადეების ადგილობრივ წარმოებაზე.

კომპანიების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, საპრევენციო ღონისძიებების განხორციელებაში მაქსიმალური ძალისხმევითა და რესურსებით გვერდში დაუდგებიან სახელმწიფოს და საკუთარ მოქალაქეებს.

"იმის გამო, რომ დღეს საქართველოში პირბადე და სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებები გარკვეულ პრობლემად რჩება, ჩვენ, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მზად ვართ, ამ პროცესში აქტიურად ჩავერთოთ და პირბადეების გარკვეული ნაწილი უსასყიდლოდ შევთავაზოთ სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობას", –  აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანია "აჭარა ტექსტილის" წარმომადგენელმა გიორგი ლომინაძემ.
Print