ახალი ამბები
უცნობია შეწყვეტენ თუ არა ქუთაისში საქალაქო მიკროავტობუსები მუშაობას
FaceBook

ქუთაისში საქალაქო მიკროავტობუსების  მუშაობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.


მერიაში საკითხზე მსჯელობა ამ დრომდე მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ ქალაქში ტრანსპორტი კერძო კომპანიების მფლობელობაშია, პროცესს, სავარაუდოდ,  ისიც ართულებს, რომ რამდენიმე უბანში საავტობუსო ხაზი საერთოდ არ არის. შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილს რომ ისევ მიკროავტობუსით არ მოუწიოს გადაადგილება, რომელიც ვირუსის გავრცელების ერთ–ერთ მთავარ წყაროდ მიიჩნევა, მერიამ გამოსავალი უნდა იპოვოს.


ჯერჯერობით, ასევე  უცნობია,  დაწესდება თუ არა შეზღუდვები იმერეთის რაიონებში მოძრავ მიკროავტობუსებზე.


მიკროავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებენ ავტობუსები თბილისში. მთავრობის გადაწყვეტილებით 18 მარტიდან ქალაქში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო იმუშავებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭომ ახალი რეგულაციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ამ ეტაპზე  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მთავრობა არათუ საგანგებო ზომებს მიიღებს,  არამედ კარანტინსაც გ­ამოაცხადებს.

დღესვე, პრემიერმა თქვა, რომ თუ აქამადე სახელმწიფო ვირუსის იმპორტის შეჩერებაზე მუშაობდა, ახლა გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაზე გადავიდა.

Print
თეგები: #კორონა