ახალი ამბები
ქუთაისის „ტორპედო“ მზადაა კლუბის ბაზა საკარანტინო ზონად მოაწყოს
FaceBook

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ შენობაში საკარანტინო სივრცის მოწყობის მზაობას გამოთქვამს.


ამასთანავე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაზაზე შეწყდა ფეხბურთელების  ვარჯიში.


"ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვგრძნობთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს. რისკების თავიდან არიდების მიზნით, როგორც მთავარი, ისე ასაკობრივი გუნდები გარკვეული დროით წყვეტენ ვარჯიშს. ამასთანავე, მზად ვართ კლუბის საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად მოვაწყოთ“,–ნათქვამია „ტორპედოს“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.


კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭომ ახალი რეგულაციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ამ ეტაპზე  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მთავრობა არათუ საგანგებო ზომებს მიიღებს,  არამედ კარანტინსაც გამოაცხადებს.

დღესვე, პრემიერმა თქვა, რომ თუ აქამადე სახელმწიფო ვირუსის იმპორტის შეჩერებაზე მუშაობდა, ახლა გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაზე გადავიდა.

Print
თეგები: #ტორპედო