ახალი ამბები
მოხუცებს, რომლებსაც პროდუქტების ყიდვა არ შეუძლია დახმარებას სთავაზობენ
FaceBook
ქუთაისში მცხოვრებ მოხუცებს, რომლებიც ქუჩაში გასვლას ერიდებიან, ან არ შეუძლიათ,  საჭირო სურსათს სახლში მიუტანენ. 

ამ ინიციატივის ავტორი ქუთაისის ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილია. 

როგორც ის ამბობს, ამ დრომდე მის მიერ შეთავაზებული დახმარებით არავის უსარგებლია. 

"მარტოხელებს, მოხუცებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ პროდუქტების, წამლების მიწოდებაში შემიძლია ჩემი მანქანით 12 საათიანი შუალედით მოვემსახურო," - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი. 

მისივე თქმით, თუ პროდუქტების მიწოდების უფასო სერვისზე მოთხოვნა გაიზრდება, მას ამ საქმეში მეგობრებიც დაეხმარებიან.

მათ ვისაც პროდუქტების მიწოდება ესაჭიროებათ შემდეგ ნომჯერზე უნდა დარეკონ :  555 53 49 49


Print