ახალი ამბები
ქუთაისში სატრანსპორტო კომპანიებს გადასახადები გაუნახევრდათ
FaceBook

ქუთაისში, სატრანსპორტო კომპანიებს, რომლებსაც COVID-19 -ის პრევენციის მიზნით შემოღებული შეზღუდვების გამო, შესაძლოა  ფინანსური ზარალი მიადგეს, შეღავათები დაუწესდებათ.

 

გადაწყვეტილება ქუთაისის მერიამ  სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მიკროსაავტობუსო ხაზებზე მომუშავე კომპანიებს მოსაკრებლის დადგენილი ტარიფი გაუნახევრდებათ, ხოლო,  ავტობუსების მფლობელები საბიუჯეტო გადასახადისგან სრულად გათავისუფლდებიან.


"ქალაქში არ ფუნქციონირიებს სკოლები, ბაღები უნივერსიტეტები. სატრანსპორტო კომპანიები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში ხელი შევუწყოთ მათ. მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიებს გავუნახევრეთ ბიუჯეტში შესატანი თანხის ოდენობა, ხოლო ავტობუსები სრულად გათავისუფლდნენ სავალდებულო მოსაკრებლისგან,"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ,  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 16 მარტს დამატებითი შეზღუდვები დააწესა.

Print
თეგები: #კორონა