ახალი ამბები
საეჭვო სიმპტომის მქონე პატიმრებს ციხეს განარიდებენ
FaceBook
ქუთაისის N2 მეორე სასჯელაღსრულების ციხეში საეჭვო სიპტომების მქონე პატიმრებს ციხეს განარიდებენ.
ასეთი არსებობის შემთხვევაში ისინი გადაყვანილი იქნებიან სამოქალაქო  საავადმყოფოდბში -  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიამა განაცხადა.

"ყველა საეჭვო პირისგან იქნება აღებული ანალიზი, ჩვენ ამ დრომდე ავიღეთ 9 პატიმრისგან ბიოლოგიური მასალა, ყველა მათგანის ტესტი კორონავირუსზე იყო უარყოფითი, პატიმარები რომელსაც საეჭვო ნიშნები გამოუვლინდება ან ციხეში გადაყვანამდე აღენიშნება განრიდებული იქნა ციხეს", -  განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ასევე, მან  მოქალაქეებს მოუწოდა იუსტიციის სახლებში მისვლას აარიდონ თავი, თუ კი მოქალაქეები იუსტიციის სახლს მაინც მიმართავენ დაიჭირონ ერთ მეტრიანი დისტანცია.

Print