ახალი ამბები
იმერეთში 3 საკარანტინე ზონაა მოწყობილი
FaceBook
იმერეთის რეგიონში სამი საკარანტინე ზონა წყალტუბოში, საჩხერესა და საირმეშია მოწყობილი.

აქედან ახალი საკარანტინო ზონა კურორტ საირმეს ერთერთ სასტუმროშია. დილის მონაცემებით, სატუმროში სულ 44 ადამიანი კარანტინში. აქედან წუხელ 35 მარსელის რეისით ჩამოფრენილი 35 მოქალაქე შეიყვანეს, ბრიუსელის რესით დღეს დილით - შვიდი. 

საჩხერეში კარანტინში ამჟამად 29 ადამიანია მოთავსებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თვითიზოლაციაში 11 ადამიანი გაუშვეს. 

დილის მონაცემებით, წყალტუბოს ერთერთ სანატორიუმში კარანტინში მყოფების რაოდენობა 103 ადამიანია.

"მათ უტარდებათ შემოწმება. ჯერჯერობით ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომები არ აღენიშნებათ. სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მათი სტაციონარში გადაყვანა მოხდება", - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე.

Print