ახალი ამბები
საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები დაიკეტა
FaceBook
„COVID-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები დაიკეტა

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით,  ვიზიტორთა ცენტრები 14 მარტიდან 10 დღით წყვეტს მუშაობას. 

,,შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით სიახლეების შესახებ საზოგადოებას ეცნობება  საგენტოს ვებ-გვერდისა და ოფიციალურ Facebook გვერდების საშუალებით," - აცხადებენ  სააგენტოში.

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვიზიტორთა მომსახურების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარე წლის 11 მარტს ჩატარდა.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ასევე  სპეციალური ხსნარებით დამუშავდა ინვენტარი და განთავსდა სადეზინფიქციო მოწყობილობები.


საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 ადამიანი. სტაციონარში კი მეთვალყურეობას გადის 58.

ხელისუფლებამ ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით ზომები უკვე მიიღო. შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან - ჩინეთთან ირანთან და იტალიასთან. ქვეყანაში ორი კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000 -ზე მეტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში დაიწყო.

Print