ახალი ამბები
"საქართველოს და თიბისი ბანკი" კორონავირუსის გამო, მომხარებელს შეღავათებს სთავაზობს
FaceBook

" საქართველოსა და თიბისი ბანკი" მომხმარებელს სესხზე სამთვიან და შეღავათო პირობებს სთავაზობენ.


ამის შესახებ ინფორმაციას თავად აღნიშნული ბანკები ავრცელებენ.

საქართველოს ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით, ფიზიკურ პირებს, სესხის სამთვიან ვალდებულებაზე შეღავათი სთავაზობს.

" დღეიდან სამი თვის განმავლობაში, ის მომხმარებლები რომელსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადავადონ ყოველთვიური გადასახადი, ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყებს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი, თუ კი მომხმარებელს სურს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს სესხის მომსახურება, ბანკის მხრიდან მასთან განხირციელებული კომუნიკაციის შემდეგ, ის უნდა დაუკავშირდეს ბანკირს, ან დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე 2 444 444 ", - ნათქვამია "საქართველოს ბანკის" განცხადებაში.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.

საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას.

დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ", -  წერია "თიბისი" ბანკის განცხადებაში.

Print