ახალი ამბები
ქვეყნები, რომელთაც ამერიკაში ფრენები შეეზღუდათ
FaceBook

ამერიკამ 26 ქვეყანასთან ფრენები შეზღუდა.



პრეზიდენტმა
ტრამპმა 11 მარტს, ამერიკის აღმოსავლეთ დროით საღამოს 9 საათზე შეერთებული შტატების მოსახლეობას მიმართა და კორონოვირუსთან დაკავშირებით თავისი რიგით მესამე პროკლამაცია გამოსცა - ევროპის ქვეყნებში 30 დღიანი ფრენების აკრძალვის შესახებ.

 

 

თავად პროკლამაციაში ხაზგასმა მხოლოდ შენგენის ქვეყნებთან შეზღუდვებზეა, თუმცა კონკრეტული ჩამონათვალი ამ პროკლამაციაში არაა.

 

ეს შეზღუდვები არ ეხებათ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს და რეზიდენტებს, - იმათ ვინც დროებით ცხოვრებენ ამ ქვეყანაში.

 

შეერთებული შტატების შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტმა უკვე იმ ქვეყნების სია გამოქვეყნა, რომელთანაც ფრენები შეიზღუდება, ან იმ მოქალაქეებს შეეზღუდებათ, ვინც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში იმოგზაურეს ამ ქვეყნებში.

 

ეს სია 26 ქვეყნის ჩამონათვალს შეიცავს და ესენია: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვანია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.


Print