ახალი ამბები
საკარანტინო სივრცეებს პოლიცია 24 საათის განმავლობაში იცავს
FaceBook
საქართველოში არსებულ ყველა საკარანტინო სივრცეს პოლიცია იცავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ქუთაისიპოსტს  განუცხადეს, რომ საქართველოში ყველა არსებულ საკარანტონო სივრცეს პოლიცია იცავს.

''პოლიცია მორიგეობს 24 საათი ყველა საკარანტინო სივრცესთან", -   განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ამდროისთვის  10  საკარანტინო სივრცეა.

10 მარტს კორონავირუსით დაინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით C
OVID19 სულ 23 ადამიანს დაუდგინდა. მათი უმრავლეობა იტალიაში მოგზაურობის დროს დაინფიცირდა ან იტალიიდან ჩამოსულ ადამიანებთან ჰქონდა კონტაქტი. ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ სამი პაციენტი წევს სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორიით, მათგან ორი ირანში იმყოფებოდა, ხოლო ერთი ესპანეთში.

თბილისის ინეფქციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა სტაბილურად მძიმე. შვიდ ადამიანს აქვს პნევმონია, თუმცა საშუალო სიმძიმისა. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა კი მსუბუქია.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული.


ხელისუფლებამ ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით ზომები უკვე მიიღო. შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან - ჩინეთთან ირანთან და იტალიასთან. ქვეყანაში ორი კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.
COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000 -ზე მეტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ვირუსი 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანიდან გავრცელდა
Print