ახალი ამბები
საჩხერის საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 3 პაციენტი მკურნალობს
FaceBook
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ადამიანი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"სულ კარანტინში 38 ადამიანი გვყავს, ორი მათგანი გუშინ შემოვიდა საჩხერიდან. ყველას მდგომარეობა, ჯერჯერობით, დამაკმაყოფილებელია", - ამბობს მიხეილ ქამუშაძე. 

საჩხერეს სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროს სულ 32 ადგილიანი საკარანტინო სივრცე აქვს, თუმცა როგორ მიხეილ ქამუშაძე განმარტავს, ოჯახის წევრების არსებობის შემთხვევაში, შეუძლიათ მეტი პაციენტები მიიღონ.


საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული.

ხელისუფლებამ ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით ზომები უკვე მიიღო. შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან - ჩინეთთან ირანთან და იტალიასთან. ქვეყანაში ორი კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.
COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000 -ზე მეტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში დაიწყო.

Print