ახალი ამბები
ქუთაისში გაუჩინარებულ ტურისტს მე-4 დღეა ეძებენ
FaceBook
ქუთაისში გაუჩინარებულ ტურისტის სამძებრო სამუშაოები დილიდან  განახლდა.
ჰოლანდიის მოქალაქეს, მდინარე რიონში ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს 21 მაშველი და სამი მყვინთავი. სემ ვიგერის მოსაძებნად ახალგაზრდებმა მოხალისეობრივი ჯგუფიც შექმნეს.

"დაკარგვამდე ის იმყოფებოდა ქუთაისის რესტორან „ბარაქაში“ მეგობართან ერთად, სადაც მათ ალკოჰოლი მიიღეს.წასვლისას, გაემართნენ ქუთაისის მაკდონალდსის მიმართულებით და სწორედ ამ დროს დაკარგეს ერთმანეთი. ჩემი ძმა იმ ღამეს ჰოსტელში არ დაბრუნებულა, ტელეფონზეც ვერ ვუკავშირდებით. აქვს გრძელი ყავისფერი ხუჭუჭა თმა, აცვია ლურჯი ჯინსი და გრძელსახელოებიანი ნაცრისფერი მაისური. თუ ვინმეს სადმე დაგინახავთ, ან გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: +31 64 75 45 017 ან +31 63 93 42 600", - წერს შიილ ვიგგერი ფეისბუქში.

სემ ვიგერის გაუჩინარების შესახებ მისმა ძმამ 7 მარტს განაცხადა. მისი თქმით, დაკარგვამდე ის ქუთაისში რესტორან "ბარაქაში" მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.



ამავე თემაზე:

ქუთაისში უცხოელ ტურისტს ეძებენ



Print