ახალი ამბები
ახალი კორონავირუსის დადგენა ქუთაისშიც იქნება შესაძლებელი
FaceBook

ახალ კორონავირუსზე ტესტებს თბილისის გარდა ქუთაისსა და ბათუმშიც გააკეთებენ.


დაავადებათა კონროლის ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს , რომ ტესტირების ჩატარებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

''აჭარასა და იმერეთში განთავსებული ლუგარის ცენტრის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიები ტესტირების ჩატარებას უახლოეს მომავალში დავიწყებთ", - აცხადებს ნინო მამუკაშვილი.

კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევების ტესტი, აქამდე მხოლოდ თბილისში ლუგარის ლაბორატორიაში ტარდებოდა.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 141 ადამიანი. სტაციონარში კი მეთვალყურეობას გადის 51.
ხელისუფლებამ ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით ზომები უკვე მიიღო. შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან - ჩინეთთან ირანთან და იტალიასთან. ქვეყანაში ორი კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.
COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000 -ზე მეტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში დაიწყო.

 

Print