ახალი ამბები
იტალიაში მყოფ მოქალაქეებს მთავრობა უახლოებ პერიოდში ჩამოიყვანს
FaceBook

საქართველოს მთავრობა იტალიაში დარჩენილი მოქალაქეებს რომლებსაც მომდევნო 2 კვირის განმავლობაში უკან დასაბრუნებელი ბილეთები გაუუქმდათ, საქართველოში ახლო მომავალში დაბრუნდებიან.


მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების ხარჯებს საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, უკვე დამუშავებულია ყველა იმ მოქალაქის მონაცემი, ვინც შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდგომ, იტალიაში საქართველოს საელჩოს მიმართა.

"შეგროვებულია ინფორმაცია საქართველოს ყველა იმ მოქალაქებთან დაკავშირებით, რომელთა ტრანსპორტირებაც მოხდება უახლოეს მომავალში იტალიიდან საქართველოში. ეს მონაცემები დამუშავებულია შესაბამისი სამსახურების მიერ და მიმდინარეობს ამ ადამიანებთან მუდმივი კომუნიკაცია და კავშირი. საქართველოს საელჩომ უზრუნველყო მოქალაქეები შესაბამისი პირველადი საჭიროების ნივთებით. რაც შეეხება იმ ადამინებს, რომლებიც იტალიის ჩრდილოეთში, დახურულ რეგიონებში იმყოფებოდნენ, საქართველოს საელჩომ იტალიის მხარის თანაორგანიზებითუზრუნველყო შესაბამისი ნებართვები და დერეფნები ამ ადამიანებისთვი, ნაწილი მათგანი უკვე არის რომში, მეორე ნაწილი მიემგზავრება რომის მიმართულებით და უახლოეს მომავალში , როგორც აღვნიშნეთ, გადმოყვანილი იქნებიან იტალიის რესპუბლიკიდან საქართველოში შესაბამისი პროტოკოლის დაცვით და ეს ადამიანები შემოწმდებიან საქართველოში ჩამოსვლისთანავე,"- განაცხადა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები რომში შეიკრიბებიან, საიდანაც მოხდება მათი გამომგზავრება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი ფრენები შეწყდა ჩინეთთან, ირანთან და იტალიასთან.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოსული ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა გაიაროს ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში

მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებია:ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.

 

Print