ახალი ამბები
ქუთაისის სახელმწიფო თეატრებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში, კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით,  სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. „სადეზინფექციო სამუშაოებს ისედაც ვატარებდით, ზაფხულში, სეზონის დახურვის დროს. თუმცა,  ახლა კორონავირუსის გამო ვიღებთ ამ ზომებს“, - ამბობს მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი. 

7 მარტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ქუთაისის ოპერისა და თოჯინების თეატრებშიც. 



პრევენციის მიზნით, სადეზინფექცი სამუშაოები ჩატრად საჯარო კოლებსა და ბაღებში, ასევე, შეწამვლა მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის.  

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 141 ადამიანი. სტაციონარში კი მეთვალყურეობას გადის 51.
ხელისუფლებამ ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით ზომები უკვე მიიღო.

შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან - ჩინეთთან ირანთან და იტალიასთან. ქვეყანაში ორი კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.
COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000 -ზე მეტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში დაიწყო.


Print