ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში
FaceBook
დასავლეთ საქართველოსა და მათ შორის იმერეთის რეგიონში 11 მარტის ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 მარტამდე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც 11 მარტს შესუსტდება.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26-28 0 მოსალოდნელი. 11 მარტს კი, ტემპერატურა დაიკლებს და 25 0-მდე იქნება. 

სინოპტიკოსების ცნობით, 12 მარტს მცირე წვიმაა და ტემპერატურის 17-დან 19 0-მდე კლებაა მოსალოდნელი.

მათივე ინფორმაციით, 13-ში უნალექო ამინდი იქნება და მოიმატებს ჰაერის ტემპერატურას 25-27 0-მდე.

14 მარტიდან ჰაერის ტემპერატურის კლება, წვიმა და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
Print