ახალი ამბები
ქუთაისში უცხოელ ტურისტს ეძებენ
FaceBook
ქუთაისში ჰოლანდიის მოქალაქეს, სემ ვიგერს ეძებენ.

დაკარგული ტურისტის ძმა სოციალურ ქსელში იტყობინება, რომ დაკარგვამდე ის ქუთაისში რესტორან "ბარაქაში" მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. 

"წასვლისას, გაემართნენ ქუთაისის მაკდონალდსის მიმართულებით და სწორედ ამ დროს დაკარგეს ერთმანეთი. ჩემი ძმა იმ ღამეს ჰოსტელში არ დაბრუნებულა, ტელეფონზეც ვერ ვუკავშირდებით. აქვს გრძელი ყავისფერი ხუჭუჭა თმა, აცვია ლურჯი ჯინსი და გრძელსახელოებიანი ნაცრისფერი მაისური.

თუ ვინმეს სადმე დაგინახავთ, ან გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: +31 64 75 45 017 ან +31 63 93 42 600", - წერს გაუჩინარებული ტურისტის ძმა სოციალურ ქსელში.

DMO Imereti-ს ხელმძღვანელის ტატო ლილუაშვილის განცხადებით, სამსახური მუდმივ კონტაქტზეა პოლიციასთან და მუდმივად ეცნობა ახალ ცნობებს დაკარგული ნიდერლანდელი ტურისტის შესახებ.

"ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე გვეცოდინება რა მოხდა და სად იმყოფება სიემ ვიგერი, თითქმის ყოველ საათში ვეკონტაქტებით საგამოძიებო სამსახურებს, ასევე "სტარ ჰოტელის" ადმინისტრაციას", - ამბობს ტატო ლილუაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ განცხადება ტურისტის დაკარგვაზე უწყებაში 8 მარტს შევიდა და ამ დროისათვის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

Print