ახალი ამბები
სამტრედიის სოფელში ჩინელების დაკარგვის და ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია
FaceBook
სამტრედიის სოფელ მელაურში ოთხი ჩინელის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს - ამის შესახებ ქუთაისიპოსტს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.


"არ ვეძებთ არავის. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს", - განმარტავენ უწყების პრესსამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ შესაბამისად, ცემის შესახებაც გავრცელებული ინფორმაციაც არ შეესაბამება სიმართლეს.

"სამარცხვინო ამბავი გვჭირს. სამტრედიის სოფელ მელაურში ჩინეთის 4 მოქალაქე უცემიათ. ორი დღეა ეს ხალხი დაკარგულია, პოლიციაც ეძებს. როგორც მეუბნებიან, ინციდენტი ეთნიკური ნიშნით მომხდარა, ეს კორონა აუცილებლად წარსულს ჩაბარდება,მაგრამ რა ეშველება ვირუსს, რომელსაც ადამიანის სახის დაკარგვა ჰქვია? მეგობრებო, იქნებ მოვძებნოთ ეს ოთხი ჩინელი, დავეხმაროთ პოლიციას, სავარაუდოდ საერთაშორისო სკანდალში ვეხვევით", - წერენ სოციალურ ქსელში.

ადგილობრივები ამბობენ, სამტრედიის სოფლებში ჩინელები არ არიან, მათივე თქმით, მხოლოდ ქალაქ სამტრედიის ცენტრში რამდენიმე მაღაზია აქვთ.

"ეს ინფორმაცია მეც გავიგე, მაგრამ ტყულია. სამტრედიაში არ არიან ჩინელები, ავტობანზე არიან დასაქმებულები, რომლებიც აბაშაში ცხოვრობენ", - ამბობს სამტრედიის მკვიდრო მიხეილ ლეჟავა.

Print