ახალი ამბები
სწორი პოლიტიკით უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა - ქუთაისში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს
FaceBook
სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი წმინდა დოსითეოსის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ზურაბმა გადაიხადა.
,,დღევანდელი დღე დიდ ტრაგედიასთან არის დაკავშირებული. ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ, ასევე მომავალ თაობებს გადავცეთ ამ ადამიანების პატივისცემა და სიყვარული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი სწორი გატარებული პოლიტიკით აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა". აღნიშნა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ
Print