ახალი ამბები
ქუთაისის საავადმყოფოში დედის მიერ ჩვილის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც დედა სამი თვის ბავშვს ცემს, გამოძიება დაიწყო.

უწყებაში ქუათაისიპოსტს განუცხადეს, რომ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული, რაც ოჯახში ძლადობას გულისხმობს.

სამინისტროს პრესამსახურში განმარატვენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შესაბამისად, უკვე დაკითხულია ბავშვის დედა.


გუშინ, 7 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც დედა, რომელიც ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა ბავშვს უხეშად ექცეოდა. ფაქტით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს იმერეთის სამხარეო ცენტრი დაინტერსდა, რომელიც ამ დროისთვის ოჯახზე მუშაობს.

"შესაბამისი სამსახურები და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთვრობო ორგანიზაციებიც ჩაერთნენ საქმეში. ამ ეტაპისთვის რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ბავშვი ბებიასთან (მამის მხრიდან) იმყოფება, სადაც, ცხადია, არის დედაც, თუმცა, ის გარეკვეული პერიოდის განმავლობაში პასიურად იქნება ჩართული შვილის მოვლა-პატრონობაში. აქვე, შემიძლია გითხრათ, რომ ოჯახი საჭიროებს მატერიალურ დახმარებას და ეს, პირველ რიგში, ბავშვის კვებას ითვალისწინებს", - განმარტავს მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს იმერეთის სამხარეო ცენტრის წარმომადგენელი ნათია წივწივაძე.

მისი თქმით, შესაძლოა გამოძიების შედეგად დედა განარიდონ შვილს, თუმცა, ნატია წივწივაძის თქმით, დედა განიცდის მომხდარს და მას ფსიქოლოგიური დახმარება ესაჭიროება.


"ცხადია, ამ მიმართულებითაც ვიქნებით და ვართ ჩართული. ჩვენი მიზანია, მომხდარის სწორად აღქმა და ბავშვისთვის სასარგებლო გადაწყვეტლების მიღება", - განმარტავენ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს იმერეთის სამხარეო ცენტრში.

Print