ახალი ამბები
კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს დაუდგინდა.
ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ  საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდი Stopcov.ge ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 140 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 42 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.

COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია  ინფიცირებილი, 3 000 -ზე მეტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია  ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში  დაიწყო.


Print
თეგები: #კორონა