ახალი ამბები
''თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე'' - სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს
FaceBook

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე"  -ამ სლოგანით ქუთაისში მომუშავე  ჟურნალისტებმა და სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებმა,   აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.


'' ის,  რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მებრძოლ გუნდს სჭირდება, არის სოლიდარობა, რომელსაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ", - განაცხადა აქციაზე ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის 22 ნოემბერს გიორგი კოხრეიძე აირჩია. მანამდე არსებობდა ეჭვი, რომ მის არჩევას სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მოჰყვებოდა.

გიორგი კოხრეიძემ დირექტორად არჩევისთანავე, მისი მოადგილის, ნათია ზოიძის ჩამოშორება მოითხოვა სარედაქციო პოლიტიკიდან. კოხრეიძის თქმით, ამის მოთხოვნა მისი უფლებაა.

აჭარის მაუწყებლობის მრჩეველთა საბჭოს მიერ ახალი დირექტორის არჩევას მალევე მოჰყვა ჟურნალისტების და სარედაქციო ჯგუფის განცხადებები, დამოუკიდებლობის შესაძლო დაკარგვასთან დაკავშირებით.
Print