ახალი ამბები
იტალიიდან საქართველოს მოქალეების ქვეყანაში დაბრუნების ხარჯებს მთავრობა აანაზღაურებს
FaceBook

იტალიაში მყოფ ქართველებს, რომლებიც ქვეყანაში პირდაპირი რეისით დაბრუნებას აპირებენ, მათი დაბრუნების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებ, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გადანაცხადა.


''მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იტალიიდან პირდაპირი რეისებით საქართველოში გამომგზავრებას აპირებდნენ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი ჩამოყვანა. ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენი საელჩოს მეშვეობით გავრცელდება", – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ, პირდაპირი ფრენები ჩინეთთან და ირანთან დროებით შეაჩერა, დღეს კი იტალიასთან.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოსული ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა გაიაროს ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში

მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებია:ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.

კორონავირუსით მსოფლიოში, დაახლოებით, 100 ათასამდე ადამიანი დაავადდა. დაახლოებით 3 300 გარდაიცვალა. საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსისგან თავის დასცავად მთავარ რეკომენდაციას საზღვარგარეთ, ვირუსის გავრცლეების ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავება და პირადი ჰიგიენის დაცვაა.

 

 

 

Print