ახალი ამბები
იტალიასთან ფრენები დროებით შეწყდა
FaceBook
საქართველოს მთავრობიო გადაწყვეტილებით, იტალიასთან ფრენები დროებით შეწყდა.

ეს გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო სბჭოს სხდომაზე მიიღეს.


"მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა. საქართველოს მთავრობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) მოგზაურობისგან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს",- ნთქვამია განცხადებაში.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.



კორონავირუსით მსოფლიოში, დაახლოებით, 100 ათასამდე ადამიანი დაავადდა. დაახლოებით 3 300 გარდაიცვალა. საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსისგან თავის დასცავად მთავარ რეკომენდაციას საზღვარგარეთ, ვირუსის გავრცლეების ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავება და პირადი ჰიგიენის დაცვაა.
Print