ახალი ამბები
საჩხერეში საკარანტინო სივრცეში მოთავსებულმა 23 პირმა სასტუმრო დატოვა
FaceBook
საჩხერეს სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში მოთავსებულმა 23 პაციენტმა მედიკოსების გადაწყვეტილებით საკარანტინო სივრცე დაატოვეს.
სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში სულ 34 პაციენტი იყო მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, ბოლოს 23 პაციენტი იყო კარანტინში, რომელთა ახალი კორონა ვირუსის ნიშნები არ აღმოაჩნდათ.

"ყველა მათგანმა საკარანტინო სივრცე დატოვა. ახლა არავინ გვყავს სასტუმროში. ისე 32 ადგილიანი საკარანტინო სივრცე გვაქვს", - ამბობს მიხეილ ქამუშაძე. 

პაციენტები საჩხერეს საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში 22 თებერვალს მოათავსეს.


30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. 


ამავე თემაზე:

ჩინეთიდან ჩამოყვანილი მოქალაქეები საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს

ჩინეთიდან საჩხერეში ჩამოყვანილი მოქალაქეები ოთხი დღეა კარანტში რჩებიან

 



Print