ახალი ამბები
"Ryanair “ იტალიიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენებს ერთი თვით აჩერებს
FaceBook

ავიაკომპანია „Ryanair “ იტალიიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენებზე ერთთვიან შეზღუდვას აწესებს.


კომპანიის მეირ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლონიიდან ქუთაისის მიმართულებით რეისები 7 მარტამდე შესრულდება, 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი სრულად შეჩერდება.


ფრენების რაოდენობას ამცირებს „Ryanair “  თბილისის მიმართულებითაც. მილანი-თბილისის რეისები ჩვეულებრივი განრიგით შესრულდება 7 მარტამდე,  8 მარტიდან 7 აპრილამდე კი კვირაში 2-ჯერ.


კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებლები, რომლებსაც აღნიშნულ რეისებზე ბილეთები აქვთ შეძენილი, ინფორმირებული არიან და მათ გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ, სურვილის შემთხვევაში კი ბილეთის გადაცვლა შეეძლებათ.

Print
თეგები: #აეროპორტი