ახალი ამბები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოგზაურობიდან დაბრუნებულებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს
FaceBook
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველებისა და დასენიანებული ქვეყნებიდან დაბრუნებული პირებისთვის ახალ რეკომენდაციებს აქვეყნებს.

ცენტრის მთავარი რეკომენდაციაა, ახალკორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, თუ აუცილებელი არ არის, საზოგადოებამ გადადოს მოგზაურობა, განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეყნებში.

იმ შემთხვევაში კი თუ პირი საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებს, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

„არ იქონიოთ დაუცველი და მჭიდრო კონტაქტი გარეულ და /ან ფერმის ცხოველებთან და ფრინველებთან;

არ მიირთვათ უმი ხორცისგან დამზადებული მოუხარშავი კერძები;

მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას;

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით;

გამოიყენეთ სამედიცინო ნიღაბი თუ გახველებთ ან გაცემინებთ;

ხველის ან ცემინების დროს აიფარეთ პირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი;

თუ თავს ცუდად გრძნობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თქვენ უნდა იყოთ იზოლაციაში თქვენს მიერ დასენიანებული რეგიონის დატოვებიდან 14 დღის განმავლობაში”, -ნათქვამია რეკომენდაციაში.
Print