ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 9 მარტის ნაცვლად, 16 მარტს განახლდება
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 9 მარტის ნაცვლად , 16 მარტს განახლდება 

თავდაპირველად, სასწავლებელმა სასწავლო პროცესი, კორონავირუსის გამო,
2 მარტიდან 9 მარტამდე შეაჩერა, თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციის განკარგულებით, უნივერსიტეტში  სწავლის დაწება 16 მარტამდე გადააგრძელა.

განათლების სამინისტრომ, კორონავირუსისგან თავის დასაცავად რეკომენდაციები 27 თებერვალს გასცა.

სასწავლო პროცესი  ბაღებსა და სკოლებში 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით შეწყდა.


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს დადასტურდა, 5 მარტს კი კორონა ვირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

Print