ახალი ამბები
კორონავირუსის გამო, შესაძლოა, მუშაობა კერძო ბაღებმაც შეწყვიტოს
FaceBook
შეწყდება თუ არა კერძო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, ამის თაობაზე ინფორმაცია ცნობილი 6 მარტს გახდება. 


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ საკითხის გადასაწყვეტად განათლების სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ყველა საჭირო სეგმენტთან.

"ვითვალისწინებთ რა მშობლების აღელვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ შეძლებენ ისინი მერე მუშაოაბს. ამასთან დაკავშირებითაც როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე განათლების სამინისტრო ვმუშაობთ და დამატებითი ღონისძიებები განხორციელდება. ხვალ გვექნება ამაზე უფრო დეტალური კომუნიკაცია პრემიერის ხელმძღვანელობით და გავაკეთებთ განაცხადს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, სადაც ჩვენ დროულად ტარდება ყველა პრევენციული ღონისძიებება.

,,ამაში მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩებიან ევროპის ქვეყნები, ვინაიდან მათ ეს ვირუსი არ აღიქვეს შესაბამისად და მნიშვნელოვნად და მათთან გავრცელება გაცილებით მეტია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები 2 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.

არდადეგების პერიოდში  პროფილაქტიკის მიზნით,  მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოები ჩატარდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში  დაიწყო.
Print