ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტი იტალიის მიმართულებით ფრენებს ზღუდავს
FaceBook

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროორტიდან კომპანია WIZZ AIR - ი იტალიის მიმართულებით  ფრენების სიხშირეს ცვლის.


აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ფრენები იტალიაში COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელების გამო იზღუდება.

,,ავიაკომპანია ვიზეარი 2020 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს 60%-ით შეამცირებს. საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება. მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები ეხებათ, ავიაკომპანიისგან მიიღებენ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით,"- აცხადებენ აეროპორტის ადმინისტრაციაში.

მათივე  ცნობით,  დამატებითი კონსულტაციისთვის მგზავრებმა უნდა მიმართონ ავიაკომპანია ვიზეარს ნომერზე: 0706 777 483

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

 

Print