ახალი ამბები
საჯარო სკოლები არდადეგების ადრე დაწყების გამო, შაბათს არ ისწავლიან
FaceBook

საჯარო სკოლებს ვადაზე ადრე არდადეგების დაწყების გამო, შაბათ დღეს არ ისწავლიან.

განათლების სამინიტროს ინფორმაციით, არდადეგების ადრე დაწყების გამო მოსწავლეები შაბათს არ ისწავლიან და 2019-2020 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება.


კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, განათლების სამინისტრომ სასკოლო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.

საჯარო სკოლებში არდადეგების პერიოდში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

 

Print